ლაგოდეხში ორსული ქალი დაჭრეს

Nusagi

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც, მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

დაშავებული ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში სახლში გაწერენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: