ლევან ნიკოლეიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტიურად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს

Nusagi

დღეს ნორმალური ადამიანი კორონას გავრცელების შესაძლო მეორე ტალღის შესახებ უნდა იყოს შეწუხებული. ცხადია ამ დროს სწორედაც რომ მაქსიმალური სამოქალაქო პასუხისმგებლობა გეკისრება, შენ უნდა იყო ის ადამიანი, რომელიც ჯერ საკუთრივ იცავ იმ დაწესებულ ნორმებს და ასევე გარანტორი ხდები, რომ სხვა ადამიანებიც დაიცვა და არ პირიქით,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უმკაცრსად უნდა დაისაჯონ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტიურად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს, მერე სრულიად საქართველოს და ეს უნდა გახდეს მაგალით, იმისა, რომ სხვამ აღარასოდეს გაბედოს მსგავსი ვირუსტერორი მოუწყოს საკუთარ ხალხს.

„საშინელება, რაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ვიხილეთ- თუ როგორ შეკრიბა მავნებელმა ნაციონალურმა მოძრობამ ადამიანები, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე და რეალურად ბიძგი მისცა ვირუსის გავრცელებას აჭარაშიც და საქართველოში. მაშინ ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა თუ მოქალაქემ დაგმო ეს უმსგავსობა, მაგრამ ამას დაგმობა ნამდვილად არ შველის. კაცთმოძულე და მავნებელთა კლასტერის ეს ქმედება შესაბამისად უნდა შეფასდეს. არ შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური ხუშტურებისა და ტუტუცობების გამო ასე გაწირო შენივე მოქალაქეები, იმ დროს როცა, ვირუის გავრცელების ყოვლდღიური სტატისტიკა ძალიან მკაცრ გაფრთხილებას გვაძლევს და ვინ არის პასუხისმგებელი ვირუსის გავრცელებაზე? რას ნიშნავს მასობრივად შეკრიბო ხალხი, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე?

ნაციონალებმა სპეციალურად და შეგნებულად ხომ არ გააკეთეს ეს ყოველივე ბათუმში? რა არ იყვნენ გულდაწყვეტილები ცოტა მსხვერპლის გამო? მიზანშეწონილად მიმაჩნია და დამერწმუნეთ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობაც ასე ფიქრობს, რომ კანონის ფარგლებში უმკაცრსად უნდა დაისაჯონ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტიურად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს. დამნაშავებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ ტერორზე. ეს უნდა გახდეს მაგალით, იმისა, რომ სხვამ აღარასოდეს არ გაბედოს მსგავსი ვირუსტერორი მოუწყოს საკუთარ ხალხს”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: