მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

Nusagi

არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ – ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი – არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: