,,მოშორდით შემთხვევის ადგილს” – დავით ასათიანი

Nusagi

,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე” დავით ასათიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,ზუგდიდში მძევალთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია. უდიდეს განცდებშია მათი ოჯახები, ნათესავები, მთლიანად საზოგადოება. ყველა ჯურის პროვოკატორი, ავანტიურისტი პოლიტიკანი თუ უბრალოდ სეირის მაყურებელი, მოშორდით შემთხვევის ადგილს და ტელეკამერებს და მიეცით საშუალება სამართალდამცავებს მშვიდად და პროფესიონალურად იმოქმედონ მძევლების გასათავისუფლებლად.

პ.ს. ძვირფასო მედია – ბანკის ძარცვა და ადამიანების მძევლად ხელში ჩაგდება არ არის მორიგი სკანდალური სიუჟეტი, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და მოგეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა და კოორდინაცია პოლიციასთან”, – წერს დავით ასათიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: