პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში ავტომობილით მიიყვანა, იდენტიფიცირებულია

Nusagi

პირი, რომელმაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავდამსხმელი ბანკის შენობასთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და მასთან სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ,-ამის შესახებ რუსთავი2-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა მას შეხება თავდასხმასთან. 

რაც შეეხება ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ბანკის შენობიდან კონტაქტზე გავიდა ტელეკომპანია „მთავართან“, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის მაცხოვრებელია, წლების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მუშაობდა საჯარო სამსახურში და ბოლო წლებია, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძარცველს მძევლები ყავს აყვანილი. ადგილზე მალევე მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და შემთხვევის ადგილიდან სატელევიზიო ჩართვებში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, სამეგრელოში მხარდამჭერთა აქცია იყო დაგეგმილი და მათი იქ ყოფნა ამით აიხსნება. 


Facebook Comments
%d bloggers like this: