„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

Nusagi

როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა, – ამის შესახებ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა და ითხოვდა ყველა იატაკზე დავწოლილიყავით. მერე არ მახოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა“, – განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: