საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9003.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 462 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 071 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 772-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: