ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

Nusagi

ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა. ინფორმაციას Globo ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე – 28 წლის ბრაზილიელი ექიმი – 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

შემოწმების შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ვაქცინის ტესტირება გაგრძელდება, რადგან მოხალისეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბრაზილიაში AstraZeneca-ს ვაქცინის ტესტირებაში 8 ათასი ადამიანი მონაწილეობს. ნახევარმა ვაქცინა მიიღო, ნახევარმა კი პლაცებო. ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე პრეპარატს შორის, რომელთა ტესტირებაც მესამე ფაზაზეა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: