ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო

Nusagi

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ძარცვისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია მომხდარის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, ის თავდამსხმელის გვერდით „პიკაპში“ ავთანდილ გალდავასთან ერთად იჯდა.

„თავდამსხმელი ძალიან მოზომილი იყო და არანაირ დისკუსიაში არ შემოდიოდა. ერთადერთი ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია, როდესაც მან მძიმე ტექნიკის კადრები ნახა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, თვითონ გვითხრა თუ ვინ წავიდოდით მასთან ერთად.

ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ 3 მძევალი და გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალი იყო ამის სურვილი ჩვენვე გამოვხატეთ“, – აღნიშნა ლაშა შენგელიამ,

მისი თქმით საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა.

„თვითონაც არ იცოდა სად წასულიყო, აკვირდებოდა ვინმე მისდევდა თუ არა, მაგრამ ბატონი ავთო არწმუნებდა მას, რომ არავინ მისდევდა“, – დასძინა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

Facebook Comments
%d bloggers like this: