კრიმინალი პოლიტიკანები ზუგდიდში მომხდარ კრიმინალთან სულიერ თანხვედრას პოულობენ

Nusagi

როგორც წესი ე.წ. კრიმინალი და რვაუკანალა ოპოზიცია ზეიმობს მძარცველის მიერ მძევლების აყვანასა და ნახევარი მილიონი დოლარის გატაცებას, ანუ ზეიმობს იმას, რომ ქვეყანაში კრიმინალი მოხდა და არა ირიბად, არამედ პირდაპირ და ცდილობს, ხელისუფლება წარმოაჩინოს როგორც უუნარო და სუსტი,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ოპოზიციის რეაქციას უსისხლოდ დასრულებულ ზუგდიდის სპეცოპერაციაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია აგრძელებს იმ ნარატივს, რომლითაც ხელმძღვანელობენ ნაცტელევიზიები სხვადასხვა ტრაგედიის გაშუქების დროს.

„ამას აკეთებს იმიტომ, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო გააძლიეროს დაუცველობის შეგრძნება და მარტივად რომ ვთქვა არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რაღაც უბადრუკი ქულები დაიწერონ.
ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, არის კრიმინალი და რა კვალიფიკაცია მიეცემა – ყაჩაღობა, ტერაქტი, იარაღის უკანონოდ ტარება, წამება თუ კიდევ სხვა, ეს იურისტების საქმეა. დამნაშავის დაკავება კი შესაბამისი სამსახურების.
სახელმწიფოს უშუალო მოვალეობა კი ისაა, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ყველა დაზარალებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული (რაც წარმატებით განხორციელდა).
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის რაც მოხდა, არის კრიმინალი და არა პოლიტიკა, მაგრამ თავად კრიმინალი პოლიტიკანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ და არა საკანონმდებლო ორგანოში ამ ფაქტთთან როგორც ბოლშევიკები ამბობდნენ социальную близость, ანუ სულიერ თანხვედრას პოულობენ.
სწორედ ამიტომ ჩქმალავენ როგორც მძევლების უსაფრთხოდ გამოყვანას, ასევე გალდავასა და კიდევ ორი ადამიანის ღირსეულ საქციელს“,-წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: