მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

Nusagi

ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის, – ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ამაში დიდი წვლილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, ავთანდილ გალდავას მიუძღვის, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა.

„დავინახეთ ამ ადამიანის გმირობა, რაც მან ჩაიდინა გუშინ დღის ბოლოს. მან აწარმოა ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად კვალიფიციურად, მაღალპროფესიულად და სწორედ ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი და ყოველგვარი მსხვერპლის, მძიმე შედეგის გარეშე დასრულდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ქვარაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: