რომ არ მოეტანათ ფული, 99%-ით დარწმუნებული ვარ, ცოცხალი იქ არავინ გადარჩებოდა

Nusagi

იმ შემთხვევაში, თუ მას თანხას არ გადასცემდნენ, დარწმუნებული ვარ, ყველა მძევალი დავიხოცებოდით,-ამის შესახებ ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, მისთვის იარაღი უცხო არ იყო და ცდილობდა, მძევლებთან კონტაქტში არ შესულიყო.

„სპორტული აღნაგობის, კილოზე ეტყობოდა, რომ არ იყო ზუგდიდელი, საკმაოდ გაშინაურებული იყო იარაღთან. ვცდილობდით, გველაპარაკა მასთან. რამდენიმე ადამიანმა ისიც უთხრა, ალბათ აფხაზეთში გადახვალ შენი ფულით და ჩვენც მშვიდობით დავბრუნდებით ჩვენს ოჯახებშიო, თუმცა ის არ აგვყვა ასეთ საუბარში. ზოგადად, არ ამბობდა ისეთ რაღაცეებს, რასაც ზედმეტად თვლიდა ასეთ სიტუაციაში. ფაქტიურად, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში და რომ არ მოეტანათ თანხა, 99%-ით მინდა გითხრათ, რომ იქ არავინ გადარჩებოდა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: