საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

Nusagi

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

კარანტინის რეჟიმში 4408 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3155, კოვიდ სასტუმროში – 1848, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: