სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს

Nusagi

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს.

სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა.

ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეტევა სცადა, რომელიც მოგერიებულ იქნა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებსინფორმაციას. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის, გაბალის და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცლეებაში სდებს ბრალს.

Facebook Comments
%d bloggers like this: