25 წლის მძევლის დედა ზუგდიდში შვილს იმ ადგილზე ელოდება, საიდანაც თავდამსხმელმა წაიყვანა

Nusagi

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა თან 3 მძევალი წაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი 25 წლის ზუგდიდელი მურიკო ბულიაა, რომელიც ბანკში თანხის ჩასარიცხად იყო მისული.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც მურიკო ბულიას დედაა აღბეჭდილი. ის მძევლად აყვანილ შვილს ელოდება იქ, საიდანაც თავდამსხმელმა სხვა მძევლებთან ერთად გაიტაცა.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით, 22:00 საათზე, ბანკის შენობა თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გასვლისას თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეჭირა. იგი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაემართა. სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან.ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, მეორე მძევალი – ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ბიძაშვილი, ლაშა შენგელია, ხოლო მესამე – ბანკის მომხმარებელი, 25 წლის მურიკო ბულია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: