თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა

Nusagi

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა.

დაღუპულია შუახნის მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის განცხადებით, მამაკცი გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, უწყება გარდაცვლილის ვინაობის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის გვარია ნემსიწვერიძე და ის 2004 წელს მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: