მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან სუდანის ამოღებას გეგმავს

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან სუდანის ამოღებას გეგმავს. თეთრ სახლში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სუდანმა ტერორიზმის მსხვერპლთა და მათი ოჯახების დახმარების ფონდში 335 მილიონი დოლარი გადარიცხა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გადაწვეტილების შესახებ კონგრესს უკვე აცნობა.

Facebook Comments
%d bloggers like this: