შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში, ბანკთან მიყვანა 112-ის თანამშრომელს იარაღის მუქარით აიძულა

Nusagi

ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის მოქმედმა თანამშრომელმა დავით მატუამ მიიყვანა. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

დავით მატუას ძმის ბაჩანას თქმით, შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე, ბანკის მიმართულებით ყოფილი გამარჯვების ქუჩით გაეყვანა.

„დავითი სახლიდან გავიდა მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ქალაქში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, თან მიდიოდა სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა” – ამბობს მატუას ძმა ჟურნალისტებთან.

ამ დროისთვის უცნობია მდგომარეობა დავით ხვიბლიანთან დაკავშირებითაც, რომელმაც 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ სამხარაო პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ხვაბლიანის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია არ აქვთ არც მისი ოჯახის წევრებს.

„იქით ვთხოვ ტელევიზიას დაგვეხმაროს გავიგოთ სადაა ბავშვი. არ ვიცით არაფერი, სად გამოუშვეს, ვინ ნახა? მე იქ ვდგავარ სამი დღეა და ბავშვი არ ვიცი სად არის. არ დაურეკია, ალბათ ტელეფონი აქვს ჩამორთმეული. ხან წალენჯიხაში კითხავენ, ხან სად დავრბივართ 3 დღეა“, – ამბობენ ოჯახის წევრები.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ძმის ბაჩანა მატუას თქმით, დავითი პოლიციაში უკვე გამოიკითხა და მას გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: