თემურ ხვიბლიანი, რომელიც ნიკა გვარამიამ ბანკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

Nusagi

შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი თემურ ხვიბლიანი, რომელიც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა, პირველ კომენტარს აკეთებს. ხვიბლიანი ბრალდებებს კატეგორილად უარყოფს, ზოგიერთ მედიასაშუალებას ცილისწამებაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ის თავდასხმის დღეს თბილისში იმყოფებოდა და ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს. მან ასევე ისაუბრა თავისი ნათესავის, დავით ხვიბლიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. მისი განცხადებით, დავით ხვიბლიანი იმ დღეს ბანკში ხელფასის ასაღებად იმყოფებოდა და ​თანამზრახველობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებას წარმოადგენს.

„ის, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ასევე ის, რომ თანამზრახველად თურმე მყოლია მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. სინამდვილეში, ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში. მოვითხოვ გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ სხვადასხვა სამართლებრივ საშუალებას“, – აცხადებს თემურ ხვიბლიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: