ირაკლი გოგავა: დებატებიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ

Nusagi

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის ბოლო საპრეზიდენტო დებატებს ეხმაურება და წერს:

„ დებატებიდან გამომდინარე შეგვიძლია რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ:
1. ბაიდენმა საკუთარი მრავალგზის გამოთქმული პოზიცია შეცვალა ფიქალის გაზის და ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით – ეს კი კარგად არ გამოიურება ამომრჩევლის თვალში
2. კორუფციაში ბრალდების კუთხით ტრამპი უფრო დამაჯერებლი იყო და მას სერიოზული მასალები უმაგრებდა ზურგს.
3. ტრამპი უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა და ბაიდენი კი მოხუცია. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსი უკვე გადაიტანა და მას უკვე იმუნიტეტი აქვს. მაყურებელი ამ ფრაზის მოსმენისას უნდა დაფიქრებულიყო რა მოხდება ბაიდენს რომ ვირუსი შეეყაროს?!
4. იმიგრაციის საკითხი ტრამპმა დაიცვა
5. ნავთობის ინდუსტრიაში მომუშავე 5 მილიონამდე ადამიანს არ მოეწონებოდა ბაიდენის პოზიცია ნავთობის მთელი ბიზნესის ეტაპობრივ გაჩერებასთან დაკავშირებით.
6. ბაიდენმა მაჯის საათს დახედა, რაც ჟესტების ენაზე ნიშნავს, რომ ის კომფორტულად თავს არ გრძნობდა და წასვლაზე დაფიქრდა ქვეცნობიერად. ამას კი მაყურებელი გრძნობს.
7. რასისზმის თემა ტრამპის წინააღმდეგ ბაიდენმა ვერ გამოიყენა ეფექტურად.
8. ეკონომიკის და სკოლების ჩაკეტვა/არჩაკეტვის თემა ტრამპმა მოიგო
9. მინიმალური ხელფასის საკითხი ფრედ დასრულდა

შედეგად CNN-ის გარდა თითქმის ყველა მედია საშუალებამ დებატებში გამარჯვება ტრამპს მიაკუთვნა. Los Angeles Times-მა მიუმხრობელ ამომრჩეველთა ფოკუს ჯგუფს დებატები აყურებინა და შედეგად უმრავლესობამ ტრამპი აირჩია. Rasmussen-ის კვლევითმა ცენტრმა დებატების შემდეგ აფროამერიკელებში ტრამპის მხარდაჭერის თითქმის გაორმაგება დააფიქსირა. მემარჯვენე/კონსერვატულ პლატფორმებზე ტრამპს გამარჯვება 95%-მა მიაკუთვნა. დებატების დღეს ტრამპმა რეკორდულად მაღალი $26 მილიონი შემოწირულობები მოაგროვა. John Zogby-ს კვლევითი ცენტრი ტრამპის მოწონების 52%-იან რეიტინგს დებს. ტრამპს დებატებში გამარჯვება ისეთმა ანტი ტრამპისტულმა ტელევიზიამ მიაკუთვნა, როგორიცაა ABC. არჩევნებამდე დარჩა 9 დღე“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: