კორონავირუსით 90 წლის კაცის დაღუპვაზე ხორხოცებენ, საქართველოში ასეთი დამოკიდებულებაა სიბერის მიმართ

Nusagi

ქუთაისში 90 წელს გადაცილებული ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამ ინფორაციის ქვეშ არის ატეხილი ერთი ხორხოცი და ღადაობა – რა კორონა, 90 წლის კაცი სიბერით გარდაიცვლებოდაო, 90 წლამდე იცოცხლა და მეტი რაღა უნდოდაო, რაღა დროის მაგის გადარჩენა იყოო.

80 და 70 წლისებზეც იგივეს ამბობენ. ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი არ ითვლება დიდ დანაკარგად.

ასეთია დამოკიდებულება სიბერის მიმართ საქართველოში. ხანდაზმული ადამიანი აქ სახლში ჩაკეტილი სევდიანი ავადმყოფია, რომელიც მხოლოდ პენსიას და სიკვდილს ელოდება.

უბრალოდ შევახსენებდი მათ, ვინც ასე ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტობისთვის დღეს 74 და 77 წლის კანდიდატები იბრძვიან.

ამ დამოკიდებულების მიზეზი დიდწილად ჩვენი სიღარიბეა, რა თქმა უნდა, თუმცა არა მარტო ეგ. მენტალურადაც გვაქვს პრობლემა, მუდმივად რაღაც ასაკობრივი შეზღუდვები – რა დროს მაგის გართობაა, ცეკვაა, სიყვარულია, გათხოვება, ცოლის მოყვანაა, მოკლე კაბაა და .შ.,-წერს სოფო ბუკია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: