როგავა სამადაშვილს- თქვენი მმართველობის დროს კასრები ივსებოდა წამების კადრებით, ეს არის ფაქტები და არა დემაგოგია

Nusagi

ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, 2012 წელს, კასრებში აღმოჩენილ წამების ამსახველ ფაქტებზე საუბარი მითები და დემაგოგიაა. ამის შესახებ მან ღამის კურიერში ისაუბრა.

„ქვეყანას, რომელსაც სჭირდება სწრაფი რეფორმების გატარება, ხშირად უწევს ამის გაკეთება, ასე ვთქვათ, განვითარებად დემოკრატიაში არსებული ინსტიტუციური მექანიზმების გვერდის ავლით“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

გადაცემის წამყვანმა, ირაკლი როგავამ კი კითხვა დაუსვა: „რის ხარჯზე ქალბატონო სალომე, მაგალითად იმის ხარჯზე, რომ თქვენი მმართველობის 9-წლიანი პერიოდის განმავლობაში კასრები ივსებოდა წამების, გაუპატიურების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით? ეს არის ფაქტები, სად ხედავთ დემაგოგიას? ეს გამოძიებამ დაადგინა და ამის გამო თქვენი ყოფილი თანაგუნდელები სასჯელს იხდიან. მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით ეს ძალიან მძიმე ჩანაწერები, სადაც ადამიანს აუპატიურებენ. ეს არის დემაგოგია, რაც მე ეკრანზე ვნახე?“

ჟურნალისტის კითხვის პასუხად სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის შავბნელი რუსული პროპაგანდა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გაავრცელა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები, რაზეც როგავამ კითხვა  დაუსვა: „ვინ გადაუღო ბესელიას, რუსეთმა?“.

Facebook Comments
%d bloggers like this: