სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

Nusagi

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: