ჩემმა მეუღლემ ბანკის ტერასაზე გასვლა და კარის სპეციალური კოდით ჩაკეტვა მოასწრო

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ორგანიზატორის ძებნას განაგრძობს. გამოძიებამ ყველა მოწმე უკვე დაკითხა. გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის მეუღლე, გიორგი ნარმანია აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და რამდენიმე პირმა ბანკის შენობა თავიდანვე, სახურავის მეშვეობით დატოვეს. ნარმანიას თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელი აგრესიული იყო და იქ მყოფებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა, ნარმანიას მეუღლემ რამდენიმე ადამიანთან ერთად მოასწრო ტერასაზე გასვლა და კარის ჩაკეტვა სპეციალური კოდით, შემდეგ დაუკავშირდა სამართალდამცველებს და ტავის მეუღლეს, რის შემდეგაც მოხდა მისი გამოყვანა. 

„ძალიან აგრესიული იყო ისროდა, შენობაში ისროდა, მძევლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, აგინებდა. როდესაც ჩავიდა პირველ სართულზე, იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა და ტერასაზე გავიდნენ, იქ არის კარი, რომელიც კოდით იკეტება და ამის შემდეგ მძარცველი ვერ შეაღწევდა ტერასაზე. როგორც თვითონ ახსოვს, ხელში ეჭირა ხელყუმბარა და ეუბნებოდა, რომ ყველას ააფეთქებდა“,-აცხადებს გიორგი ნარმანია.  

ნარმანიას თქმით, მისი მეუღლე ამ დრომდე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის და გამოკითხვა მხოლოდ დღეს მოხერხდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: