ხომ გვაფრთხილებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებშიო და აჰა, ინებეთ

Nusagi

ხომ გვაფრთხილებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებშიო და აჰა, ინებეთ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე “გლავკანალმა” იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი, კაგებეს პოლკოვნიკი ელდარ გოგოლაძე გამოაგორა – უკანასკნელი იაფფასიანი “იარაღი”. сделано в СССР!,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გიორგაძის ინტერვიუს, რომელიც ამ უკანასკნელმა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას მისცა.

ცნობისთვის, ელდარ გოგოლაძემ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და ურჩია მას, რომ „გამოიძახოს “გაზპრომი”, დაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს ევროპაში“.

შეგახსენებთ, ელდარ გოგოლაძე 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ფრე­დი ვუდრო­ფის მკვლელობის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლ საქ­მეში ფიგურირებდა. ვუდრო­ფი CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ოფი­ცე­რი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის კას­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვუდრო­ფი თბი­ლის­ში აშშ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ცი­ებს. გავრცელებული ვერსიით, მსოფლიო სენსაციად ქცეული მკვლელობა რუსეთის დაზვერვის მიერ არის ჩადენილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: