COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის მონაწილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია, კვლევა მალე განახლდება

Nusagi

ამერიკული კომპანია Johnson&Johnson  უახლოეს დროში განაახლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოხალისეს გარდაცვალება პრეპარატს არ უკავშირდება. ამის შესახებ The Washington Post  იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მამაკაცი ინსულტით გარდაიცვალა. დამოუკიდებელი კომიტეტი გამოძიების შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მომხდართან ვაქცინაციას პირდაპირი კავშირი არ აქვს, ასევე არ მტკიცდება, რომ ინსულტის პროვოცირება პრეპარატმა მოახდინა. დასკვნა გარდაცვლილის და 100 ათასი ვაქცინირებული მოხალისის  სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაკეთდა. 

კვლევების განახლების ნებართვა 23 ოქტომბერს გაიცა აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. აშშ-ში ახალი კვლევებისთვის მზადება უკვე დაიწყო. სხვა ქვეყნებში კვლევა მანამდე განახლდა. 

კვლევის მონაწილის გაურკვეველი მიზეზით გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 13 ოქტომბერს.  Johnson&Johnson -მა ტესტირება შეაჩერა. კომპანია კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე იყო. პირველ და მეორე ეტაპზე მოხალისეებს მყარი იმუნური რეაქცია გამოუვლინდათ. 

Johnson&Johnson-ის გარდა, ვაქცინის შექმნაზე აშშ-ში მუშაობს ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, ასევე კომპანიები Merck და Pfizer. ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca  ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: