დილის 5 მარტივი ჩვევა, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ

Nusagi

იმას, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენს დილას, გავლენა აქვს, რამდენად ნაყოფიერი და იღბლიანი იქნება მთელი დღე. დილის ზოგიერთი ჩვევა ადამიანს ეხმარება, დღის განმავლობაში შეინარჩუნოს სიმხნევე და კარგი ხასიათი, ასევე მიჰყვეს დასახულ მიზანს და იკვებოს ბალანსირებულად. ჟურნალი ELLE დილის ხუთი ჩვევის შესახებ წერს, რომელიც გახდომას უწყობს ხელს.

1. ვახშამი ცილის მაღალი შემცველობით.

ვახშამი არ არის დილის რუტინა, მაგრამ დღის ბოლოს მიღებული საკვები დიდ გავლენას ახდენს შემდგომი დილის კვებაზე. თუ თქვენ ცილით მდიდარი საკვებით ივახშმებთ, დილით არ გექნებათ შიმშილის გრძნობა და შეძლებთ სასარგებლო და ადეკვატური პორციით დაკმაყოფილებას. ვახშამზე ნახშირწყლის მიღება იმას მოასწავებს, რომ დილით შიმშილის გრძნობით გაიღვიძებთ და შვებას მარტივი ნახშირწყლის მიღებაში ჰპოვებთ, რაც ინსულინის ჭარბ გამოყოფას და ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ვახშმად ცილოვანი საკვები მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და ძილის დროს ცოტა კალორიებსაც წვავს.

2. სინათლე

დილით მზის სხივები არა მხოლოდ გაღვიძებაში უწყობს ხელს, არამედ ეხმარება გახდომაში. მოღრუბლულ ამინდშიც კი, დილის სინათლე ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს და თქვენ ავტომატურად მეტ კალორიას წვავთ, დილის 20-30 წუთი მზის სხივიც კი საკმარისია ამისთვის.

3. აალაგეთ საწოლი

თითქოსდა, რა საერთო უნდა ჰქონდეს საწოლის ალაგებას გახდომასთან, თუმცა საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი დილით თავის საწოლს ალაგებს ეს არის საკუთარი ნების სიძლიერის დემონსტრირება, რაც აუცილებელია გასახდომად. ეს ფსიქოლოგიური ტრიუკი ასოცირდება იმასთან, რომ თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია და შესაბამისად, გახდომაც შეგიძლიათ.

4. საუზმე

ნუ იტყვით საუზმეზე უარს, თუ ის სიამოვნებას განიჭებთ. დაბალანსებული საკვები დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ ზედმეტი საკვების მიღებას დღის განმავლობაში, ასევე აირიდებთ ტკბილ წახემსებებს. იდეალური საუზმე შედგება რთული ნახშირწყელბისა და ცილების ნაერთისგან, მაგალითად, ერბოკვერცხი მაღალი ხარისხის ფქვილით დამზადებულ პურის ნაჭერთან ერთად, ან იოგურტი შვრიის ფანტელებით. მაგრამ თუ დილით არ საუზმობთ, ან 18 საათიან ინტერვალს იცავთ, ნუ დააძალებთ თავს და ნუ მიიღებთ დილის საკვებს.

5. რეგულარულად აიწონეთ

მართალია, სასწორი ყოველთვის რეალურ სურათს არ გვიჩვენებს, მაგრამ ყოველ დილით, უზმოზე აწონვა გვეხმარება, დავაბალანსოთ შემდგომი დღე, გავიგოთ, რომელი საკვებისგან ვშუპდებით,  ყოველ დილით სასწორზე დადგომა ბრწყონვალე წესია, შეიცნოთ საკუთარი სხეული და უკეთესად მიხედოთ მას. 

Facebook Comments
%d bloggers like this: