თაღლითებმა კორონავირუსის ტესტის ყალბი ცნობების გაყიდვა დაიწყეს

Nusagi

მას შემდეგ, რაც ფრენის დროს კორონავირუსის შესახებ ცნობის წარდგენას ითხოვენ, თაღლითებმა უარყოფითი ტესტების ყალბი ცნობის გაყიდვა დაიწყეს. ასეთი ცნობა მყიდველს 150 გირვანქა სტერლინგი უჯდება,-ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავს მომსახურებას ზოგიერთი ტურისტული სააგენტოც სთავაზობს კლიენტებს. მამაკაცი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ ტურისტულმა სააგენტომ მას კორონავირუსზე ტესტი შესთავაზა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, ცნობაში უარყოფითს ჩაუწერდნენ.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთმა მისმა წყარომ ნათესავის ტესტის ცნობით იმოგზაურა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: