თენგიზ ზენაიშვილი tv-პირველის სიუჟეტზე: ეს სახლი არის ჩემი, ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ

Nusagi

ფეისბუქმომახმარებელი თენგიზ ზენაიშვილი წერს, რომ სახლი, რომელიც ტვ-პირველმა გია ვოლსკის საკუთრებად გამოაცხადა, რეალურად მას ეკუთვნის და ვოლსკი მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი.

„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, “ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს?
დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის!
ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს“,-წერს თენგიზ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: