ისრაელში, საავადმყოფოში წევს და უფლის, ოჯახის, იქაური მეგობრების ამარა იბრძვის სიცოცხლისთვის, სად ჯანდაბაშია ჩვენი ერის დიდებულება…

Nusagi

Zura Doijashvili, კაცი რომელმაც ეპოქა შეჰქმნა, კაცი რომლისგანაც არავის ახსოვს სიტყვა არასწორი, კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება თესა: სიყვარული და სიკეთე, დღეს უკიდეგანოდ მძიმე მდგომარეობაშია. . . ისრაელში, თელავივის საავადმყოფოში წევს და უფლის და ოჯახის, იქაური მეგობრების ამარა იბრძვის სიცოცხლისთვის… 

… ამ დროს სად ” ჯანდაბაშია ” ჩვენი ერის დიდებულება და დამფასებლობის ამბიცია, რომელსაც ვიბრალებთ… მეორედ ვწერ მსგავს პოსტს : როგორ არცერთი არხი არ დაინტერესდა და არ მოუწოდა ღარიბს, მდიდარს, ბიზნესმენს, გულიან და ფულიან ხალხს გაერთიანებისკენ, ზურას დიდებული ადამიანობის გადარჩენისთვის… არასოდეს არ არის გვიანი და მიაქციეთ საერო კორიფეებს ყურადღება, სირცხვილია ❗ 

იქნებ და წყალი უნდა რომელი წყალიც, მის ქვეყანაში მოდის მხოლოდ, რომელ ქვეყანასაც საქართველო ჰქვია, ის საქართველო, რომელიც ამ წამსაც ენატრება და სულში ცრემლად ეყინება … ხომ შეიძლება საჯაროდ და საქვეყნოდ გაკეთდეს თუდანც 10 წუთიანი გადაცემა რომ მივიდეს ზურას ყურამდე, რომ საქართველოსაც ენატრება ის …..
ენა წამიგდია და რასაც ვფიქრობ იმას ვწერ?!. ამას ბევრი დამძრახავს ეხლა, მაგრამ მანამ მაგ ენას, ვინმე ჩემს გალანძღვაში დაღლით, ზეცას მიაბჯინეთ მზერა და შეევედრეთ სიყვარულით სავსე გულით ღმერთს რომ გამოაჯანმრთელოს კაცი, რომელიც აკლია ქალაქს და არ დააკლდეს ოჯახს❗
დიდება უფალს ❗და ჯანმრთელად დაბრუნება ქართველებიან საქართველოში ზურა. ამინ ,-წერს გიორგი შალვაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი უკვე რამდენიმე თვეა ისრაელში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

Facebook Comments
%d bloggers like this: