სალი ბერიძე – ხმა მიაწვდინეთ გიორგი გახარიას, სასწრაფო საათნახევარი არკვევდა, სად გადაეყვანათ მამაჩემი

Nusagi

სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი სალო ბერიძე პოსტს აქვეყნებს და საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტზე წერს.

ბერიძის მამა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო ყველა სამედიცინო დაწესებულება პაციენტის მიღებაზე უარს ამბობდა.

სალი ბერიძე ითხოვს, ხმა მიაწვდინონ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, რადგან ქვეყანაში ჯანდაცვის სერიოზული კრიზისია.

მისი თქმით, სასწრაფო საათნახევრის განმავლობაში არკვევდა, თუ რომელ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ პაციენტი, რომელსაც 5 წლის წინ გულის შუნტირება აქვს გაკეთებული, არის ინსულინზე დამოკიდებული და ამასთან, კიდურის ტერფი ამოუტირებული აქვს.

„სანამ არ ვლანძღე, ვაგინე, არ გავგიჟდი იქამდე არ შეიყვანეს..

ჰოი საოცრებავ ამ დროს რეანიმაციაში ამ კონცერტის მერე ჩნდება ადგილი და ოღონდ დამშვიდდი და შევიყვანთ ეხლავეო, ჩემი მისვლიდან, ჩემი ღრიალიდან გინებიდან ზუსტად 5 წუთში რეაგირება მოახდინეს…

მამაჩემი ეხლა რეანიმაციაში წევს… წევს თუ არაა იქ ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ არა არც ის იმიტომ რომ არავისი აღარ მჯერა…. გამოდის ექიმი დაა გვეუბნება პაციენტი ძაან მძიმედაა და ელოდეთ ყველაფერს…

ვსვამ კითხვას, ექიმთან ადგილი თუ არ იყო, სანამ სცენები არ დავდგი მერე როგორ გამოჩნდა? რეაგირება მოახდინეთ ამ ყველაფერზე, გთხოვთ მამაჩემი ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური სავადმყოფოდან….“- წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

prime time

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: