საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

Nusagi

კლინიკაში „ჯერარსი“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას „იმედი tv“ ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი მათთან არ მუშაობდა. იგი კლინიკა „ჯერარსში“ სამკურნალოდ რეგიონიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: