BBC-ს ჟურნალისტი აცხადებს, რომ კორონავირუსის სიმპტომები 10 თვე გაუგრძელდა

Nusagi

​ბრიტანელი ქალი ნიკ კიმბერლი აცხადებს, რომ 10 თვის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები არ გასდის. ქალი ჯერ კიდევ შობის დროს დაავადდა, როდესაც კარიბის ზღვაზე იმოგზაურა და უხანიდან ჩასულ ჩინელ ტურისტებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

53 წლის ჟურნალისტის თქმით, ჩინელებთან კონტაქტის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში მაღალი სიცხე, ძლიერი ხველა ჰქონდა, ასევე აღენიშნებოდა ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ექიმებმა დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. მხოლოდ ივნისის თვეში შეიტყო, რომ კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. იმის გამო, რომ ავადმყოფობის შემდეგ შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების პრობლემა ჰქონდა, შესამოწმებლად სისხლის პლაზმა ჩააბარა. ამ პერიოდში ქალს კვლავ აწუხებდა ტკივილი მკერდის არეში, პერიოდულად მხედველობის უეცარი დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი. „ ეს ყველაზე საშინელი დაავადებაა, ის ყველაფერს გართმევთ“,-ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი.

გარდა ამის, მისი თქმით, ადრე გაცილებით ხალისიანი იყო, მუშაობდა BBC-ს რადიოში, თუმცა ახლა ხანგრძლივი საუბარი უჭირს, ასევე დაუქვეითდა მეხსიერება. 

ამ დროისთვის ბრიტანეთში სულ 857 041 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: