აშშ-ში მკვლელი კრაზანების ბუდე პირველად იპოვეს და გაანადგურეს

Nusagi

 ვაშინგტონის შტატში ენტომოლეგებმა გიგანტური მკვლელი კრაზანების ბუდე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აზუყრი მკვლელი კრაზანები აშშ-ში 2019 წლის ბოლოდან აღარ გამოჩენილან.

ბუდე 22 ოქტომბერს რადიოტრეკერის მეშვეობით იპოვეს. ენტომოლოგებმა ისინი რამდენიმე კრაზანას მიამაგრეს და შემდეგ მათ „სახლისკენ“ გაყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, კრაზანები შტატის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე, ხის ფუღუროში ცხოვრობდნენ. ბუდეში ათობით კრაზანა იყო. 

საშიში მწერების განადგურების ოპერაცია 24 ოქტომბერს ჩატარდა. WSDA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ „ცდა სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდა“. 

გიგანტური კრაზანები აშშ-ში პირველად 2019 წლის ბოლოს შენიშნეს. როგორ მოხვდა ეს მწერი ამერიკაში, უცნობია, სავარაუდოდ, ის ტვირთს შემოყჰვა. 

გიგანტური კრაზანა (Vespa mandarinia) – ყველაზე დიდი კრაზანის სახეობაა მსოფლიოში. სიგრძეში 7 სანტიმეტრს აჭარბებს ფრთებს კი, 7, 5 სმ-ზე შლის. ის ძალიან საშიშია. თავს ესხმის ფუტკრის სკებს და კლავს ფუტკრებს. თუ ასე გაგრძელდება, კრაზანებს ფუტკრების მთლიანად განადგურება შეუძლიათ. გარდა ამისა, გიგანტური კრაზანის კბენას ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ადამიანს ალერგია არასდროს ჰქონია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: