ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია – ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა

Nusagi

გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა, – ამის შესახებ კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, თემატური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, გადადიოდა ხელიდან ხელში ისე, რომ არ განხორციელებულა ინვესტიცია. დღეს, გორელებს და არა მხოლოდ გორელებს, გვაქვს საშუალება, ვაცნობოთ და სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პირებზე გადაცემა, მაგრამ, გორის ცენტრში, ეს ტერიტორია ნაგავსაყრელად იყო ქცეული. მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: