ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საიდანაც მართვით სუნთქვაზეა 106 პაციენტი.
თბილისი კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა – 788 ახალი შემთხვევა დედაქალაქს უკავშირდება.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, წუხელ იქ კიდევ 5 ახალი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატათ, ამდენივე კი გამოჯამრთელდა. კლინიკაში სულ 62 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მდგომარეობა კრიტიკულია. მხოლოდ გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Facebook Comments