ამომრჩევლებს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის ქვეშ, -ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სპეციალური პროგრამის, deep fake-ის მეშვეობით ამზადებენ მასალებს და მორიგი ფეიკნიუსის, მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებას აპირებენ .
„აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია ადამიანის ხმისა და გამოსახულების გაყალბება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს არჩევნებზე“,-განაცხადა მან.
Facebook Comments