კრიშტიანომ კორონვირუსზე ისევ დადებითი ტესტი ჩააბარა

Nusagi

ცნობილი გახდა „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსზე მორიგი ტესტის შედეგი.

იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ პორტუგალიელმა უკვე მესამედ ჩააბარა დადებითი ტესტი.

აღნიშნავენ, რომ 35 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და დამოუკიდებლად ვარჯიშობს. თუმცა, მისი თამაშის შანსები შუა კვირას ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ კიდევ უფრო დაეცა. უეფას პირობის თანახმად, პორტუგალიელმა თამაშამდე ერთი დღით ადრე უნდა ჩააბაროს უარყოფითი ტესტი. შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს კორონავირუსი აღმოაჩნდა 13 ოქტომბერს, როცა ის პორტუგალიის ნაკრებში იმყოფებოდა. ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდა და კარანტინში წავიდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: