ნაცვლიშვილის პასუხი გვარამიას: გოგოლაძეს თუ აშშ-ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცდა, სწორედ გუანტანამო ელის, შენ კი, გლდანი, სადაც თეთრაძეს ამოხადეთ სული

Nusagi

წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს,- ასე ეხმაურება საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში  „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ  ლაშა ნაცვლიშვილი მის რესპონდენტს წამებით ემუქრება. 

ლაშა ნაცვლიშვილის განმარტებით, მისი ფეისბუქსტატუსი იმის შესახებ, რომ ვალერიან გოგოლაძეს გუანტანამოს ციხე ემუქრება, ნიშნავდა არა წამებას, არამედ იმ საპატიმროში მოთავსებას, სადაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს. 

„გლავკანალი და ნიკა გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, უკვე დაუფარავად ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს. ამ ფონზე, აბა, მე რა მოსატანი ვარ? თუმცა, უკუღმაა, ასინეთა, ყველაფერი. წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს.

გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ნაღმს ჯერ კიდევ 27 წლის წინ უდებდა და ეს თუ დაუმტკიცდა, სწორედაც რომ გუანტანამოს იმსახურებს. აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული. თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი და კარაქი ზედმეტად გაყინული, პურზე არ ესმევაო.
P.S. რაც შეეხება ვირთხების გნიასს ჩემს ეგრეთ წოდებულ მუქარაზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად არ ავიყვანე სამსახურში ეს ჭორიკანა უვიცი – კერძო პირის (რომელიც არანაირ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს) მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად.

Facebook Comments
%d bloggers like this: