საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Nusagi

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლისა (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Facebook Comments
%d bloggers like this: