ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, თრომბოემბოლია, რომელიც საკმაოდ იშვიათი გართულებაა, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის

Nusagi

სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„უსიმპტომო პაციენტების გარდაცვალების ორივე შემთხვევა, ისევე როგორც თითოეული სხვა გარდაცვალება არის ტრაგედია, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. სამწუხაროდ, პანდემიების დროს ფიქსირდება ფატალური შედეგები, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება. რეკომენდაციაა, რომ ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები იყვნენ და ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საშუალო სიმძიმის პაციენტის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ-ჯგუფებს არ განეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ ამ 2 შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: