გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

Nusagi

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, – ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„იმ წესების შემუშავებაში, რასაც თქვენ უდიერად და კრიტიკულად მოიხსენიებთ, ყველა მონაწილეობდა, მათ შორის ოპოზიციაც“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს და უკვე ჩანს, რომ საქართველო იქნება საუკეთესო გამოცდილება და მაგალითად აიღებენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: