ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიურ იმუნიტეტზე საუბარი უადგილოა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ.

„კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პროფილაქტიკის ისეთი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ვაქცინა. სანამ არ იქნება ვაქცინა, კოლექტიურ იმუნიტეტზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა, არასწორია. ასეთ სპეკულაციებს უნდა შევეშვათ.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინით დაავადების მართვა ვერ მოხდება, დროთა განმავლობაში რასაც მივაღწევთ იქნება ის, რომ ვირუსს მოსახლეობის რაღაც ნაწილი გადაიტანს, რაღაც ნაწილს იმუნიტეტი ექნება, ნაწილი იმუნიტეტის გარეშე დარჩება და ეს ვირუსი ძალიან ხანგრძლივად იცირკულირებს საზოგადოებაში. ის, რომ ჩვენ რისკზე წავიდეთ და დაავადება გადატანილების გზით ვცადოთ კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა, მივიღებთ ძალიან არასწორ მდგომარეობას – ადამიანების სიცოცხლის ფასად ისეთ მსხვერპლს მივიღებთ, რომლადაც არანაირი იმუნიტეტი არ ღირს“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12632 გამოჯანმრთელებულია, 238 გარდაცვლილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: