თეა წულუკიანმა მედიას ის ორგანიზაციები გააცნო, რომლებიც დამკვირვებლის საფარველქვეშ პოლიტიკურ პარტიების ინტერესებს გაატარებენ არჩევნებზე

Nusagi

ჩვენი ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლის თანახმადაც ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობით განახორციელონ სხვადასხვა ქმედებები,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარცევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და ამის გამო, სპეციალურად შექმნილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებით შეეცდებიან არჩევნების პროცესისა და ცესკოს დისკრედიტაციას. 

თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული მასალა წარუდგინა. 

„რამდენიმე დღის წინ ეუთოს ოდირმა წარმოადგინა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღეს გაცილებით ბევრია, ვიდრე იყო სხვა არჩევნებზე. სულ ასეთი 129  ორგანიზაცია“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ანალიზით გაირკვა, რომ მათგან 32 არის პირდაპირ თუ ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან.

„აქედან ნაცმოძრაობას უკავშირდება- 20 ევროპულ საქართველოს- 8. სტრატეგია აღმაშენებელს-2 პატრიოტთა ალიანსს- 2.

საზოგადოებისთვის მინდა რამდენიმე მეგალითი მოვიყვანო.

2020 წლის არჩევნებს დააკვირდება „რეფორმატორთა კლუბი“,- ხელმძღვანელია დიმიტრი შაშკინი და ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. ისინი „დააკვირდებიან“ არჩევნებს და შემოგვთავაზებენ ვოთომდა ობიექტურ ანალიზს.

ერთ-ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“- ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი  საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და „ნეიტრალურ“ დასკვნას შემოგვთავაზებს.

კიდევ ერთ-ერთი ორგანიზაციიდან დამკვირვებელია ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი გიგა ნასარიძე. 

არის ასევე ორგანიზაცია „ფენიქსი“, რომელიც ადრე სამოქალაქო პლატფორმა 2020, ერქვა. ის 2009 წელს ახალგაზრდა ინიციატორების სახელით დაარსდა, ისინი იყვნენ 2014-16 წლების არჩევნის სადამკვირვებლო ორგანიზაციებში ჩართულები, ქმნიდნენ აჟიოტაჟს უბნებზე და ამომრჩევლებს უთითებდნენ, რომელ კაბინეტში შესულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ. წელს შეიცვალეს სახელი და ცდილობენ ცესკოს კრიტიკას, გამგეობის თავმჯდომარეა ვასო ურუშაძე. ასევე ნაცმოძრაობის მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფარულავა.

ამ ორგანიზაციის შვილობილია „ჰაბი საქართველო“, რომლის ხელმძღვანელია ერეკლე კოდუას ძმა, ის ამ არჩევნებს მოევლინა, როგორც დამკვირვებელი.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევნებს დააკვირდება და თუ არ მოეწონება, გააკრიტიკებს, არის „ევროპული საქართველოს“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი. 

„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“- გამგეობის წევრები არიან სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო სიის წევრები.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „სიტყვა ქართული“, რომლის გამგეობის წევრია პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრი და ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ფრიდონ ინჯია.

ეს არის რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ ქართული ოცნების მიერ შემოღებული ლიბერალური საარჩევნო მოდელითა და სისტემით რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რათა შექმნან პროვოკაციების კასკადი, რომელიც ნამდვილად არის გეგმაში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, შიდა ბზარზე არიან მიუკერძოებელი ორგანიზაციები, რომლებსაც აღნიშნული ანალიზი გადაეცემა.

„მედიას მოგიწოდებთ, ამ ვითომდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი, ჩვენ ვართ მშვიდი ძალა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღნიშნული არჩევნები გამჭვირვალედ და წყნარად ჩატარდეს“,-განაცხადა მან.   

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: