მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

Nusagi

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა,-ამის შესახებ დეპუტატობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო!

მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.

მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ
ჯანმრთელობას!“,-წერს გოჩა ენუქიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: