ნინო კვაჭანტირაძე: ნუ მემესიჯები, ნუ მახსენებ თავს შე კაციჭამია! არ მოგწონს, რომ ვეღარ ძიძგნი ადამიანებს?

Nusagi

ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ საშველს აღარ მაძლევს ეს ნაძირალა, -ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე „ეს ემ ეს-ით“ მიღებულ შეტყობინებას, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ჰპირდება, რომ მისი გაპრემიერების შემთხვევაში, დასაქმებულებს სამსახურიდან არ გაუშვებს.

ნინო კვაჭანტირაძის თქმით, სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე სამსახურიც ჰქონდა და ოჯახიც, თუმცა ორივე დაკარგა ექსპრეზიდენტის სასტიკი პოლიტიკის გამო. 

„დღეს თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავხედე და ჩემს ტელეფონში მისი გვარი და სახელი დავინახე, ტანში დამცრა და ყველაფერი განმიახლდა – შენ გადაშენდი – უნებურად ვთქვი, რის სამსახურის შენარჩუნებას მპირდები, სამსახურიც მქონდა და ოჯახიც და არ დამაყენე, სანამ ულუკმაპუროდ არ დამტოვა შენმა დოქსოპულოებმა, მანამდე კარდაკარ მატარეს, გამომძიებლები მიგზავნეს, დიდი კრიმინალივით დაკითხვები მიწყეს, დაუსრულებელი იყო განსაცდელი… სხვათა შორის, ზუსტად ხვალ ხდება 12 წელი, რაც შენგან დევნილობაში მყოფი ჩემი მეუღლე  იმსხვერპლე… კარგა ხანია სამუდამოდ შემოგხაზე და შენი სახსენებლის გაგონება აღარ მინდა, სანამ ვარ, ჩემგან ყოველთვის გექნება-არააააააა, არა და მორჩაა!

ნუღა მეჩხირები და მახსენებ შენ სიავეებს, რას მემესიჯები, ხელებს დაგამტვრევ კი არა, შეიძლება თვალებიც გამოგთხარო, ვინა ხარ შენ. ვიიინ, ეშმაკის მოციქულო კაციჭამია!!! რა გინდა ამ ჩემი ქვეყნისგან. რა არ მოგწონს რაა, შენ რო ვერ ძიძგნი და სისხლს ვერ წოვ ადამიანებს? გეშინოდეს, შენგან სიცოცხლე წართმეული და სიცოცხლემოძულებული ადამიანების, მათი აჩრდილები იქ დაგხვდებიან და მოგიწევს პასუხის გაცემა ყველაზე დიდ სამსჯავროზე!!!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 


Facebook Comments
%d bloggers like this: