როგორც კი პუტინი დაინახავს საქართველოში სააკაშვილის მეორედ მოსვლას, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავრჩებით

Nusagi

როგორც კი პუტინი დაინახავს, რომ საქართველოში სააკაშვილი ბრუნდება, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავრჩებით,-ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გაპრემიერება 2036 წლამდე არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხე.

„თვითონ მიშასაც ესმის ეს ძალიან კარგად, ჭკვიანი კაცია. მისი გაპრემიერება 2036 წლამდე ჩვენი ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. პუტინმა მოახდინა უზურპაცია რუსეთში, ის წითელი დიქტატორია და 2036 წლამდე ამ იმპერიის მმართველია ახალი კონსტიტუციით. როგორც კი ის დაინახავს სააკაშვილის მეორედ მოსვლას, ჩვენ ცოცხლები ვერ გადავურჩებით. ცხელი ომი გარდაუვალი იქნება და თუ მოვუგებთ ცხელ ომს რუსეთს, კი ბატონო. ჩვენ ცივ ომზე გვაქვს აღებული კურსი. ეს არის სამხედრო ბაზების გახსნა, პუტინის, რუსეთი მხილება. პრაგმატული პოლიტიკით უნდა დალაგდეს. აბა დემეტრე თავდადებულმა არ იცოდა, რომ მოკლავდნენ? მაგრამ წავიდა, რომ თავისი ქვეყნისთვის შემოსევა აეცილებინა.

მიშისტები ძალიან სიმპათიური ხალხია, იგივე ნაძალადევის რაიონში, ჩვენ ვთანამშრომლობთ, და ეს თანამშრომლობა არის საძირკველი მომავალი კოალიციური ურთიერთობების, მაგრამ მიშას შეუძლია იყოს პარტიის დე ფაქტო ლიდერი, ამასობაში ის საქმეებიც გასუფთავდება, რაც აქ აღუძრეს ქეჩის პალტოზე, პუტინიც წავა ან წამოვა და მერე ხალხი და პოლიტიკური სპექტრი გადაწყვეტს, მიშა იქნება თუ არა პრემიერი, დღეს  ეს არარეალურია, ტყუილს ხომ არ გეტყვით“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

Facebook Comments
%d bloggers like this: