საბა ბუაძე: ბექა ოდიშარია და შალვა შავგულიძე განასახიერებენ გაქოცებულ ნაცებს და განაცებულ ქოცებს

Nusagi

მთაწმინდა-კრწანისის ოლქს აქვს ორი უნიკალური და სპეციფიური პრობლემა, ეს არის უდიდესი პოლიტიკური შინაარსის პრობლემა, ერთს ქვია ბექა ოდიშარია და მეორეს- შალვა შვგულიძე. ეს ადამიანები განასახიერებენ გაქოცებულ ნაცებს და განაცებულ ქოცებს,-ამის შესახებ „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდა-კრწანისის ოლქში, საბა ბუაძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს ახალი სტანდარტი, სადაც ადამიანები იქნებიან ღირებულებების ერთგული.

„დადგა დრო, როდესაც ადამიანების პოლიტიკური არჩევანი და გემოვნება ამომრჩევლისთვის იქნება განჭვრეტადი. ოდიშარია და შავგულიძე განასახიერებენ უამრავ პრობლემას. 

მაშინ, როდესაც ჩვენ, 2012 წელს ვიბრძოდით ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, ბექა ოდიშარიამ ამ პარტიას შესწირა 32 ათასი, რითიც დააფინანსა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, დააფინანსა ის ზონდერები, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდა ადამიანებს ატერორებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამას განასახიერებს ეს ადამიანი. ისევე, როგორც შალვა შავგულიძე, რომელმაც ჩემდა გასაოცრად,  დღეს თქვა, რომ მიშამ ბოდიში მოიხადაო და ეს დასაფასებელიაო. ბატონი შალვა სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს და ვისთან ერთად აპირებს ამ რეფორმის გატარებას, გივი თარგამაძესთან, გიგა ბოკერიასთან, თუ მიშა სააკაშვილთან? ეს არის 30-წლიანი პოლიტიკური აბსურდის განსახიერება და ამ აბსურდს „ლელო“ დაუსვამს წერტილს“,-განაცხადა საბა ბუაძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: