საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 262

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 847 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: