ძალიან არ მინდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჭერები დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ეშველოთ​

Nusagi

ძალიან არ მინდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყოს დაჭერები, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ეშველოს ამ ხალხს, -ამის შესახებ „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას “ეთერში  ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წევრები მასიურად ჩადიან დანაშაულს, ჯარი  მიდის დეგრადაციისკენ, სპეცრაზმს კი, მხოლოდ თვალების დათხრა შეუძლია.  

ნიკა გვარამიამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებულის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტერორისტისგან ხელისუფლებამ შექმნა გმირი. მისივე თქმით, 31 ოქტომბრის შემდეგ, ახალი ხელისუფლება სავარაუდოდ, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ, ნინო გიორგობიანსაც დაიჭერს. 

„ნინო გიორგობიანთან მიმოწერაც გამოვაქვეყნე. ინფორმაცია მივაწოდე, მან კი დამცინა. 31 ოქტომბერს ჩვენ დავცინებთ მას და იმდენს ნუ იზამს, რომ ისიც დასაჭერი გახდეს. ​ტერორისტისგან მათ შექმნეს გმირი, რობინ ჰუდი, რომელიც ხალხს ნელ-ნელა უყვარდება, ეს არის ლიფტიორებისგან გაკეთებული მინისტრები. როგორც გუშინ გოგოლაძემ თქვა, ჩვენ გვყავს ლიფტიორები და ახრანნიკები მთავრობის წევრები. ორი მკაფიოდ ლიფტიორი არის თავდაცვის და შს მინისტრი.

მე ინფორმაცია საჯაროდ მაშინ გავხადე, როდესაც ესებუამ უკვე გაიგო, რომ ეძებდნენ და გაიქცა სახლიდან. დღეს 6 საათზე ამ კაცმა დაიბარა პოლიცია, სახლში იყო და გაიქცა. უკვე დასცინის. თუ არ გაექცათ, აბა სად არის? ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველაფერს, ეს უკვე ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი გახდა. თავდაცვის სამინისტრო 3 დღეა მე მებრძვის.  თავდაცვის უწყება და ჯარი ნიკა გვარამიამდე როგორ ჩამოქვეითდა, თან მეორე ტერორისტის, ხვიბლიანის დასაცავად“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ყოფილი მძევალი ​ხვიბლიანი ტერორისტია, მაგრამ მოქმედი სამხედროა და არ უნდოდათ ამის გახმაურება.

„არ უნდოდათ ეთქვათ, რომ მოქმედი სამხედროები იღებენ ტერაქტებში მონაწილეობას. ახლა კითხვას ვსვამ, სენაკის მეორე ბაზიდან რომაა მძევალიც და ტერორისტიც, თან სამავოლკაში იყო ორივე გაქცეული, თან ვითომ ხელფასისთვის იყო ხვიბლიანი ზუგდიდის ბანკში, ახლა როგორ გამოძვრება თავდაცვის სამინისტრო აქედან“,-კითხულობს გვარამია.

მისი თქმით, ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდა, რომ დანაშაული ქარჩავასთვის გადაებრალებინა, რადგან ის იყო ნაცების პერიოდში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქარჩავა ციხეშია. შემდეგ კი, სცადეს, გვაზავასთვის დაბრალება, თუმცა „მთავარმა არხმა“ შეუშალა ხელი.  

„ან ძაან დებილები არიან, ან გააქციეს თვითონ. არსებობს ვერსიაც, რომ ის გადამალული ყავთ პანკისში. 3-ჯერ გაექცათ, უფრო ვფიქრობ, რომ დებილები არიან. რაც შეეხება გვაზავას, რომელსაც „ახვევდნენ“ გიორგი გამსახურდიას და დათო შენგელიას მეშვეობით, რომ თავის თავზე აეღო, ის არ დათანხმდა. ჩვენ გადავარჩინეთ, თორემ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი“,-ამბობს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მნიშვნელობა ჰქონდა დამნაშავის ფოტოს დაფარვას.

„ადამიანი უკვე დასცინის, გაიქცა, კვალი აღარ არსებობს, საქართველო კატის დღეშია და ხელისუფლება არის დებილი ვირთხა“,-განაცხადა გვარამიამ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: